ზულეიხა სეიდმამედოვა
ზულეიხა სეიდმამედოვა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
Züleyxa Seyidməmmədova | ||||||
ეროვნება | აზერბაიჯანელი | |||||
დაბადების თარიღი | 22 მარტი, 1919 | |||||
დაბადების ადგილი | ბაქო აზერბაიჯანი | |||||
გარდაცვალების თარიღი | 1999 (79-80 წლის) | |||||
გარდაცვალების ადგილი | ბაქო აზერბაიჯანი | |||||
კუთვნილება | სსრკ | |||||
ჯარის სახეობა | სამხედრო-საჰაერო ძალები | |||||
სამხედრო სამსახურის წლები | 1941-1945 | |||||
წოდება | კაპიტანი | |||||
ნაწილი | 586 | |||||
ბრძოლები/ომები |
მეორე მსოფლიო ომი აღმოსავლეთის ფრონტი სტალინგრადის ბრძოლა კურსკის ბრძოლა | |||||
ჯილდოები |
| |||||
სამსახურიდან გადადგომა | აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი |
ზულეიხა სეიდმამედოვა (აზერ. Züleyxa Mirhəbib qızı Seyidməmmədova, ქართ. ზულეიხა მირჰაბიბ-ყიზი სეიდმამედოვა; დ. 22 მარტი, 1919, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 1999, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა სამხედრო პილოტი, კაპიტანი, 586-ე საავიაციო პოლკის შტურმანი, რომელიც მარინა რასკოვას, საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორის მოსწავლე იყო. 1951—1974 წლებში აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ცნობილია, როგორც პირველი აზერბაიჯანელი სამხედრო პილოტი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზულეიხა სეიდმამედოვა დაიბადა 1919 წლის 22 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[2] სკოლაში სწავლობდა დედასთან ერთად. სკოლაში სწავლისას, ზულეიხა გატაცებული იყო საავიაციო სპორტით.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა აზერბაიჯანის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1934 წლის გაზაფხულს ჩააბარა ბაქოს მფრინავთა კლუბში, ხოლო ოქტომბრისთვის უკვე გახდა პილოტი. ასე ზულეიხა გახდა პირველი აზერბაიჯანელი პილოტი-ქალი და საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორი. 1935 წლის აგვისტოში, პირველი საკავშირო მედესანტეების შეკრების დროს, მოსკოვში, მას მიანიჭეს ინსტრუქტორ მედესანტეს კვალიფიკაცია. 1936 წლის 21 იანვარს, კრემლში, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც კომკავშირელ ზულეიხა სეიდმამედოვა საპატიო ნიშანის ორდენით დაჯილდოვდა. 1936 წლიდან, ხდება ბაქოს აერო კლუბის ინსტრუქტორი პილოტი. 1938 წელს ზულეიხა დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1938 წლის აგვისტოში, ზულეიხამ თავისი დოკუმენტები წარადგინა ჟუკოვის სახელობის საჰაერო ძალების აკადემიაში ჩასარიცხად. გამონაკლისის სახით იგი დაუშვეს გამოცდებზე. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა შტურმანის ფაკულტეტზე. 1939 წლის დეკემბერში ხდება მოსკოვი საკრებულოს დეპუტატი. 1940 წლის 23 თებერვალს მას მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება.
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წლის მაისში დაამთავრა აკადემია და მიიღო დანიშვნა სასწავლო აკადემიის საავიაციო პოლკის შტურმანის ესკადრილიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მისი ავიაპოლკი ჩამოყალიბდა, როგორც საბრძოლო პოლკი და შევიდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემადგენლობაში. 1941 წლის ბოლოს, იგი დაინიშნა ახლადშექმნილი 586-ე ქალთა ავიაპოლკის შტურმანად. 586-ე ავიაპოლკის შემადგენლობაში, იგი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლის, კურსკის ბრძოლის და კორსუნ-შევჩენკოვის ოპერაციის საჰაერო საბრძოლო მოქმედებებში. მას მიენიჭა დიდი სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი. მთელი ომის მანძილზე, ზულეიხა სეიდმამედოვა, თავისი მოიერიშე თვითმფრინავით Як-9, გაფრინდა 500-ზე მეტ დავალებაზე და განახორციელა 40-ზე მეტი საჰაერო საბრძოლო მოქმედება. ომის დასასრული, ზულეიხამ ბუქარესტში, 586-ე პოლკის სარდლის მოადგილეს რანგში შეხვდა.
ომის შემდგომი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის შემდეგ, ზულეიხა ჯარიდან დემობილიზდა და დაბრუნდა ბაქოში, სადაც მუშაობდა ბაქოს საქალაქო პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორად. 1946 წლის სექტემბერში, აირჩიეს აზერბაიჯანის ახალგაზრდული კომიტეტის ცენტრალურ მდივნად და ამ რანგში 1951 წლამდე მუშაობდა. 1947 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წლიდან 1974 წლამდე იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი. ასევე მუშაობდა უცხო ქვეყნებთან აზერბაიჯანის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების პრეზდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.
მიღწევებისთვის და განსაკუთრებით ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ ზულეიხა მირჰაბიბ კზი სეიდმამედოვას მიენიჭა ლენინის ორდენი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზულეიხა სეიდმამედოვა დაჯილდოებულია შვიდი ორდენით და რამდენიმე მედლით:
- ლენინის ორდენი
- ორი შრომის წითელი დროშის ორდენი
- ორი საპატიო ნიშანის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- II ხარისხის სამამულო ომის ორდენი
ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილმი «ზულეიხა» (კინოტრილოგია «ზეციური ძმები» ნაზიმ რზა ისრაფილოღლუს)
- ფილმი Göylər Sonsuz Bir Dənizdir. II Film. Züleyxa (1995)[მკვდარი ბმული]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზულეიხა მირჰაბიბ კზი სეიდმამედოვა დაარქივებული 2007-11-28 საიტზე Wayback Machine.
- საავიაციო ესკადრილიის შტურმანი დაარქივებული 2011-10-09 საიტზე Wayback Machine.
- 586-ე ავიაპოლკის სამხედრო გზა. პილოტი-მინისტრი დაარქივებული 2010-03-07 საიტზე Wayback Machine.
- ფრონტის ცა. საბჭოთა მფრინავების სამახსოვრო კრებული დაარქივებული 2011-12-20 საიტზე Wayback Machine.
- დიდი გამარჯვება-65 დაარქივებული 2011-10-21 საიტზე Wayback Machine.
- El adamı: Aydın Seyidməmmədov anası Züleyxa Seyidməmmədova haqqında დაარქივებული 2020-06-29 საიტზე Wayback Machine.
- «პილოტის ჩანაწერები» დაარქივებული 2016-03-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (Russian) The Proprietress of the Sky by I.Gadirova. Nash Vek. 7 May 2004. Retrieved 6 June 2007
- ↑ Züleyxa Seyidməmmədova. http://qadin.net/index.php?newsid=254
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2021
- დაბადებული 22 მარტი
- დაბადებული 1919
- გარდაცვლილი 1999
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანელი პილოტები
- აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი ქალები